The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მორის დანდურიშვილი

მორის დანდურიშვილი
Date of birth:12 June, 1981  (43 years)
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ისტორიკოსის სპეციალობით 2002 წელს.

2002-2005 წწ. იყო სკოლა-ლიცეუმ "ფარგალიტის" დირექტორის მოადგილე; 2004-2007 წწ. მიჰყავდა გადაცემა საეპარქიო რადიო "სამრეკლოში"; 2007 წელს დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე; 2007-2008 წწ. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის პირველი მოწვევის სამეურვეო საბჭოს წევრი და შემდგომ თავმჯდომარე; 2008-2014 წწ. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე; 2014 წლიდან დღემდე სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი; 2014-2016 წწ. კონრად ადენაუერის ფონდის ტრენერი, რომლის მოვალეობებშიც შედიოდა საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა / ტრენინგ-მოდულების ჩატარება; 2015 წლიდან არის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი; 2015-2016 წწ. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის რელიგიის ისტორიის მასწავლებელი; 2016 წლიდან დღემდე არის ხაშურის კულტურულ-საგანმანათლებლო აღორძინების ფონდის წარმომადგენელი; 2017 წელს იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრი. არის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი 2018 (შიდა ქართლი, 2019).

წყარო: ხაშურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ვებ-გვერდი: khashurinews.ge


Share: