შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ლ.-ს ძე ბეჟანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი. 1911 წელს, ტფილისის მიხეილის საავადმყოფოს ბაღში ცოცხალი ყვავილებისაგან რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის პორტრეტი შექმნა. იმ დროს გაზეთებში წერდნენ: "დიდი მწერლის თავი ისე მხატვრულადაა გამოხატული, თითქოს ეს პორტრეტი დაწერილია ზეთოვან საღებავებით." ამ საუცხოო ნაწარმოების სანახავად მაშინ მთელი ტფილისი მიდიოდა, მაგრამ მეფის მოხელეებმა მისი შემქმნელი სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც ტოლსტოველი, რის გამოც, ვასილ ბეჟანიშვილი რუსეთში გაიქცა. მან მოსკოვში ცოცხალი ყვავილებისა და მცენარეებისაგან რამდენიმე პორტრეტი შექმნა, მათ შორის - ლენინის. 1923 წელს გაზეთი "პრავდა" წერდა: "დილიდან გვიან საღამომდე დიდძალი საზოგადოება, მრავალი ჯურის ხალხი თავს იყრის პორტრეტთან, დიდხანს ტკბება მით, მიდის, კვლავ მოიხედავს გზიდან და აღფრთოვანებით, ყველა, როგორც ერთი, იმეორებს: "აი, ეს სასწაულია! ახლოს მშვენიერია, შორიდან - კიდევ უკეთესი... მისი ნამუშევარი - ეს რაღაც სავსებით ახალია, რადგან მან შექმნა ყვავილების პალიტრა და გამოიგონა ხერხები, რომელთა დახმარებით იგი აიძულებს მცენარეს, გაიზარდოს იმ ფარგლებში, რომლებსაც მოითხოვს ესა თუ ის მხატვრული ნამუშევარი". ვასილ ბეჟანიშვილმა დიდი სამუშაოები შეასრულა სტალინსკში (კუზნეცკსტროი), სტალინოში (დონბასი), ბაქოში. მასვე მიენდო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე საქართველოს პავილიონის მხატვრულად გაფორმება. მებაღე-მხატვარი, ყვავილოვანი ფერწერის სპეციალისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.358; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.605
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |