The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამაზასპი (მეფე)

Other name:ამზასპი
Date of birth:0??
Date of death:1??
Category:Royalty

Biography

მითრიდატე I-ის ძე. ქართული წყაროების მიხედვით, ქართლის მეფე II საუკუნის I ნახევარში. მეფობდა "ორმეფობის" დროს დეროკთან ერთად. ფარსმან II ქველის მამა. პროფესორი კირილ თუმანოვი, მის მმართველობას 106-116 წლებით ათარიღებს და თვლის, რომ ის შვილი და მემკვიდრეა იბერიის მეფის, მითრიდატე I-ის - ცნობილი ეპიგრაფიული წყაროდან როგორც რომაელი მოკავშირე. კირილ თუმანოვი ამაზასპს აიგივებს ვესპასიანე არმაზის სტელაზე მოხსენიებულ ამასასპთან და სერაფიტას სტელაზე მოხსენიებულ ქსეფარნუგთან. ქართულ ქრონიკებსა და ქართველ ისტორიკოსთა შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მეფე ამაზასპ I-თან დაკავშირებით – თუ იბერიის სამეფოს რომელ ნაწილს მართავდა, ვინ იყო მისი წინამორბედი და მომდევნო მონარქი. ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა" ძალზე მცირე ინფორმაციას გვაწვდის ამაზასპის შესახებ. წყარო მხოლოდ მიუთითებს, რომ მეთოთხმეტე მეფეები, ამაზასპი (103-116) და დეროკი (103-113) იყვნენ ძენი აზორკისა და არმაზელისა, არშაკუნიანები. მათ შემდეგ კი მეფობდნენ მათი შვილები: არმაზს – ფარსმან ქველი და შიდა ქართლს – მირდატი. მარი ფელისიტე ბროსე დასძენს, რომ ქართლოსიდი ამაზასპი მეფობდა 10 წლის განმავლობაში, 103-დან 113 წლამდე, მცხეთის იბერიის მეფე დეროკთან ერთად. იგი იზიარებს ლეონტი მროველის თეზისს, რომ ამაზასპს ჰყავდა ერთი ძე: ფარსმან II. თუმცა, ბევრ თანამედროვე მეცნიერს იბერიის დიარქია ლეგენდად მიაჩნია და მეფედ მხოლოდ ამაზასპს თვლის.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.347; საქართველოს ისტორიის ნარკვევები: ტ. 1-თბ.,  1970.-გვ. 524-525


Share: