Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამაზასპი (მეფე)![]()
Biographyქართლის მეფე III საუკუნის შუახანებში. ქართული წყაროების გარდა, იხსენიება სპარსეთის მეფის შაბურ I-ის (242-272) ქააბა-ი-ზარდოშტის დიდ წარწერაში ("ამაზასპი, მეფე იბერიისა"), როგორც პირი, რომელსაც სპარსეთის მეფის კარზე ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა. ამაზასპი სასანიანთა ირანის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი მოკავშირე ჩანს. მის ირანულ ორიენტაციას "ქართლის ცხოვრებაც" გვიდასტურებს. ამ წყაროს მიხედვით, იგი სპარსელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში დაღუპულა. ამაზასპის დროს ქართლი ძლიერი სახელმწიფო იყო. "ქართლის ცხოვრებაში" ვრცლად არის მოთხრობილი ქართლში შემოჭრილ ოსებთან (ალანებთან) მისი ბრძოლის ამბავი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.347
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |