შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ხურციძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის; მონაწილეობა აქვს მიღებული 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე; არის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი (ბრინჯაოს -1998, ვერცხლის-2000 და თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი - 2000); მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004), ზონალური ტურნირების მონაწილე (1993, 1996); ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (მეორე ადგილი, ნოვი სადი, სერბეთი-2009), ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (მესამე ადგილი, მარდინი, თურქეთი - 2011), ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2011, მესამე ადგილი, პორტო-კარასი, საბერძნეთი - 2011); საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის და ასევე საქართველოს თასის მფლობელი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 2018 წლის სექტემბერში დააწესა ნინო ხურციძის სახელობის პრიზი, რომელიც გადაეცემა ოლიმპიადაში მონაწილე 20 წლამდე ასაკის საუკეთესო მოჭადრაკე გოგონას. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.596; batumi2018.fide.com ; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.45 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |