შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუკა ბერიშვილი![]()
ბიოგრაფია1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. რეაქციის შემდეგ, როცა მეფის გენერალი ალიხანოვ-ავარსკი დამსჯელი რაზმით დასავლეთ საქართველოს შეესია და მოძრაობის მეთაურნი მიიმალნენ, ლუკა ბერიშვილი თავის სახლს არ მოშორებია, ალიხანოვ-ავარსკის შემოსვლის შემდეგ იარაღი გადამალა, თავისი სახლის წინ ხატები, სანთლები და მათ შორის შავარშიამოვლებული ნიკოლოზ II-ის სურათი ჩამოკიდა. დამსჯელი რაზმის კაზაკებმა ეს რომ შენიშნეს, სახლის დაწვა ვეღარ გაბედეს, თუმცა სახლი დასაწვავთა სიაში იყო შეტანილი. რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.378
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |