The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოლა ბერიშვილი

კოლა ბერიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ბერიშვილი
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:8 ივლისი, 1907  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ მარტყოფის სასაფლაო, გარდაბნის რაიონი
კატეგორია:მომღერალი, მუსიკოსი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი.

თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს გალობის ლოტბარად აირჩიეს. იყო ევსეი ეგზარხოსის გუნდის ზედამხედველი. გალობა გრიგოლ კარბელაშვილთან შეისწავლა. მცირე ხანს გორის სასულიერო სკოლაში მასწავლებლობდა (ქართულ-რუსულ გალობას ასწავლიდა და საუკეთესო გუნდიც ჰყავდა, აღადგინა კარბელაანთ კილო და ბევრი ძველი ქართული სასულიერო სიმღერა), 1886 წლიდან კი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლაში. ამ გუნდს წმინდა ნიკოლოზის, სამების, ქაშუეთის და სხვა ეკლესიებში აგალობებდა ხოლმე. ითვლებოდა თავისი დროის საუკეთესო ლოტბარად. ყოველ წელს, ილიაობაზე, თავისი გუნდით ჩადიოდა საგურამოში ილია ჭავჭავაძესთან, სადაც საქართველოს რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა. 1893 წელს სოფელ მარტყოფის მამასახლისად აირჩიეს, სოფლის გლეხობისაგან სოფლის საბჭო შექმნა, ააგო სკოლა, გაიყვანა გზები და სასმელი წყლის მილები, ააშენა ხიდი, ააგო შენობა "პურის მაღაზიისათვის" - ასე ეძახდნენ პურის შესანახ სპეციალური კონსტრუქციის საწყობს, საიდანაც ზამთარში და გაზაფხულზე გლეხობას სესხად ეძლეოდა ხორბალი სათესლედ და საჭმელად. 1906 წელს სოფელმა მეორედ აირჩია მამასახლისად. 1907 წლის 8 ივლისს, ღამით მძინარე მოკლა მოსყიდულმა მკვლელმა. ლოტბარ-მგალობელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.378


გააზიარე: