Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუზა ხუსკივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1960 წელს. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობისა და რესტავრაციის ფაკულტეტებზე; იყო ჟურნალ "საქართველოს სიძველენის" თანარედაქტორი; მუშაობდა შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო და საერო მხატვრობის, ირანული სახვითი ხელოვნების საკითხებზე. არის ავტორი შრომებისა: "ირანული სამინიატურო შემოქმედების ერთი საკითხი" (1973), "ქართული საერო მინიატურა XVI-XVIII საუკუნეებში" (1976), "XVI საუკუნის ქართული კედლის მხატვრობის ისტორიიდან" (1992), "ისლამი და ქართული სახვითი ხელოვნება" (1999), "ქართულ ეკლესიათა ხალხური მოხატულობანი" (2003). მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ II (1977), III (1980), IV(1983) და VI (1989) საერთაშორისო სიმპოზიუმებში. საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილების წევრი, საქართველოს საპატრიარქოს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს წევრი. ხელოვნების ისტორიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.596; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ვებ გვერდი: gch-centre.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |