The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ბესტავაშვილი

Date of birth:15 May, 1882
Date of death:January, 1963  (at 80 years)
Category:Inventor, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ატენი, გორის რაიონი.

დაამთავრა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი; გორის სამოქალაქო სასწავლებელი (1898); თბილისის მებაღეობის სასწავლებელი (1901) და ყირიმის ნიკიტის მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლებელი (1903).

1904 წელს მუშაობა დაიწყო საკუთარ მეურნეობაში; 1918 წლიდან მუშაობდა აგრონომ-ინსტრუქტორად ხაშურისა და სურამის რაიონებში, 1921-1927 წწ. ატენის საბჭოთა მეურნეობაში; 1927-1930 წწ. დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურის მევენახეობა-მეხილეობის სანერგის გამგედ; 1930 წლიდან გორის რაიონში, 1950 წლიდან იყო თელავის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1912 წლიდან დაიწყო მეხილეობა-მევენახეობაში ახალი ჯიშების გამოყვანა; შექმნა ატმის ახალი ჯიშები - საკონსერვო ჰიბრიდი "ბესტავაშვილი", "წედისური სახრავი" და "წედისური საპობი"; ეს იყო მაღალ ხარისხოვანი საკონსერვო და სასუფრე ჯიშები (შაქრიანობა 10,7); 1951 წლამდე სხვადასხვა რაიონში გავრცელდა ამ ჯიშების 8000 ძირი; ვასილ ბესტავაშვილმა გამოიყვანა ატმის 5 ახალი ჯიში, შეაჯვარა "თავკვერი" და "საფერავი", "ჩაუში" და "განჯური", აგრეთვე გამოიყვანა 50-მდე სასუფრე და საღვინე ყურძნის ჯიში; 1949 წელს მინისტრთა საბჭომ სოფელ ხიდისთავში გამოუყო 4 ჰექტარი ფართობი და აუშენა ლაბორატორია, სადაც ვასილ ბესტავაშვილი კვლევით მუშაობას აწარმოებდა, დაენიშნა პერსონალური პენსია და მიეცა ჯილდო 100 000 მანეთი. ხილისა და ყურძნის ახალი ჯიშების შემქმნელი, აგრონომი, სელექციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.389


Share: