The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ბიბილაშვილი

Other name:ვასო ბ-ი-ბ-ი-ლ-შ-ვ-ი-ლ-ი  (Pseudonym)
მზეჭაბუკი  (Pseudonym)
Date of birth:16 June, 1871  (152 years)
Date of death:19??
Category:Writer, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია (1891), საქარის საცდელი სადგურის მევენახეობის კურსები (1894) და დიჟონის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის მეღვინეობის კურსები ენოლოგის წოდებით (1913-1914).

1895 წლიდან საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა მხარეში იყო მეღვინეობა-მევენახეობის დარგის უფროსი სპეციალისტი. სასწავლებელში სწავლის პერიოდში შეკრიბა ხალხური ლექსები ("ივერია", 1890, №6,145,195,199,200,257; 1891,№ 195,199,200; "ჯეჯილი", 1890, №6,); 1893-1895 წლებში გაზეთ "ივერიაში" თანამშრომლობდა, რომელშიც მზეჭაბუკის ფსევდონიმით გამოაქვეყნა კორესპონდენციები (1893, №179, 1894, №26,85,173; 1895, №301); აგრეთვე დაიბეჭდა მისი ფელეტონი და წერილები ("დაგვიანებული ჩივილი"/ "ივერია", 1890, №4, ფელეტონი-"მა რა წყალს მივეცე აღელვებულსა"/ "ივერია", 1894, №148, "კენჭის თუ ხმის უმეტესობით"/ "ივერია", 1894, №263 და სხვ.). ვასო ბიბილაშვილის ფსევდონიმებია მზეჭაბუკი და ვასო ბ-ი-ბ-ი-ლ-შ-ვ-ი-ლ-ი. თანამშრომლობდა "კავკასიის სასოფლო-სამეურნეო ჟურნალში" (1891-1902), "მეღვინეობის მოამბეში" (1900, 1931), "ბაღ-ბოსტანში" და "მეხილეობის ჟურნალში"(1902), "ხარკოვის სამრეწველო მეხილეობა და მებოსტნეობაში" (1903), კოოპერატიულ ჟურნალ "კავშირში" (1907). 1921-1924 წლებში "კომუნისტში" გამოაქვეყნა რამდენიმე წერილი მევენახეობაზე, 1922-1926 წლებში სოფლის მეურნეობის შესახებ პოპულარულ წერილებს წერდა გაზეთებში "ახალი სოფელი" და "მიწის მუშა", 1937 წლიდან საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომებს რედაქტორობდა. ვასილ ბიბილაშვილი იყო ქართული მევენახეობის ღირსეული წარმომადგენელი. მან დახვეწა ქართული ვაზის ჯიშები, აღზარდა ახალგაზრდა  მევენახეთა თაობა. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1941). მისი შრომები მევენახეობის დარგში მოხსენიებული აქვს ივანე ჯავახიშვილს. აგრონომი, ენოლოგი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.395

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერ-მუშაკთა სექცია, წევრი (1932-)

Bibliography


Share: