შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სახელმწიფო ტექნიკუი უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1991 წელს; ე. თაყაიშვილის სახელობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1997 წელს; იურდიული ფაკულტეტი 2000 წელს. 1994 წლიდან იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ისნის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი; 1999 წლიდან თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე (1999); 2000 წელს სმკ ისნის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2001 წელს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თბილისის" თავმჯდომარე; 2002 წელს გაერთიანებული დემოკრატების პოლიტიკური კომიტეტის წევრი და საკრებულოში ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარე, 2004 წლიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თბილისის" თავმჯდომარე; 2006-2010წწ. მუშაობდა საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.598 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |