The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ხუციშვილი

დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სახელმწიფო ტექნიკუი უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1991 წელს; ე. თაყაიშვილის სახელობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1997 წელს; იურდიული ფაკულტეტი 2000 წელს.

1994 წლიდან იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ისნის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი; 1999 წლიდან თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე (1999); 2000 წელს სმკ ისნის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2001 წელს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თბილისის" თავმჯდომარე; 2002 წელს გაერთიანებული დემოკრატების პოლიტიკური კომიტეტის წევრი და საკრებულოში ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარე, 2004 წლიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თბილისის" თავმჯდომარე. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.598

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის საკრებულო, წევრი (1998-)
  • საქართველოს "გაერთიანებული დემოკრატები", წევრი (2002-)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1994-)

გააზიარე: