The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯამლეტ ხუხაშვილი

ჯამლეტ ხუხაშვილი
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1944
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 2023  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; მწვრთნელთა აკადემია.

1963 წლიდან არის სპორტული კომენტატორი. 1980-1992წწ. მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში "იმედი", სპორტულ რადიოში "ჯაკო"; იყო საზოგადოება "დინამოს" მწვრთნელი; 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი; 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა "ყურადღება" (2004); დასახელებულია "დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). საზოგადო მოღვაწე, სპორტული რადიო "ჯაკოს" გენერალური დირექტორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.599; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სა­ქარ­თვე­ლოს ებ­რა­ელ­თა მსოფ­ლიო კონ­გრე­სი, თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • 2012 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ორდენი
  • ოლიმპიური ორდენი

გააზიარე: