The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ჯავახიშვილი

ნიკო ჯავახიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1995 წელს.

მსახურობდა საქართველოს არმიაში. 1996-1998წწ. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1994-2006წწ. იყო თსუ-ს ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1997 წლიდან კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესორთა საბჭომ მიანიჭა დოცენტის წოდება (2000 წ.). 2003-2006 წწ. მიწვეული იყო პროფესორის თანამდებობაზე; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: "ქართული ფალერისტიკა" (1997 წ.), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ქართული ბონისტიკა" (2003 წ.); 2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; 2018 წლიდან საქართველოს უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; ლიტვის დიდი სამთავროს ინსტიტუტის (ქ. კაუნასი, ლიტვა) სამეცნიერო საბჭოს წევრი; საქართველოს ლატვიელთა საზოგადოება "Ave Sol!" საპატიო წევრი; საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამომავალი რამდენიმე სამეცნიერო კრებულის სარედაქციო კოლეგიისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი; როგორც საისტორიო მეცნიერების დამხმარე დარგების (მათ შორის: ფალერისტიკა, ბონისტიკა, ნუმიზმატიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ვექსილოლოგია და სხვ.) სპეციალისტი, უშუალოდ მონაწილეობს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლიკის შემუშავებაში. იკვლევს საქართველოს და კავკასიის ისტორიის, ასევე მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებს; ავტორია 260-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა (მათ შორის 21 წიგნისა), რომლებიც გამოქვეყნებულია: ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, ლატვიურ, რუსულ, სომხურ, თურქულ და არაბულ ენებზე; არის ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი (2014) და იმავე აკადემიის უცხოელი წევრი (2022) ისტორიის დარგში - "ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის". ავტორია წიგნებისა: "Ieskats Gruzijas un Baltijas tautu attiecību vēsturē", Rīga, 2015 (ლატვიურ ენაზე); "Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений" (Рига, 2015; Тбилиси, 2019) და სხვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლატვიის მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი (2022-)
  • საქართველოს სტუდენტ-ისტორიკოსთა ლიგა , პრეზიდენტი (1993-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მედლის - "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა 1918-2018 წწ." კავალერი
    საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 2001 - საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის დაწესებული "წინანდლის პრემიის" ლაურეატი
    ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისათვის
  • 1997 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიის მფლობელი (1997-2000 )
    აქტიური სამეცნიერო საქმიანობისა და მიღებული მნიშვნელოვანი შედეგებისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: