შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ფიცხელაური![]()
ბიოგრაფიაალექსანდრეს მამა, პეტრე ფიცხელაური, კავკასიური ენების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად, თარჯიმნობასაც ეწეოდა რუსებისათვის მთიელებთან ურთიერთობაში. ალექსანდრე ყმაწვილობიდან სამხედრო სამსახურში იყო ჩაბმული. კადეტთა კორპუსისა და კავალერისტთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ მსახურობდა დონის მე-20 პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს დონის 36-ე პოლკის მეთაურია, 1915 წლიდან - პოლკოვნიკი. სამოქალაქო ომში "თეთრების" ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უჭირავს კაზაკთა მხრიდან. 1918 წლიდან მეთაურობს პარტიზანულ რაზმს. 1918 წლის დეკემბრიდან სტარობელსკის რაიონის გუბერნატორია; 1919 წელს დონის მე–5 დივიზიის მეთაური; 1919 წელს მიიღო გენერალ–ლეიტენანტის წოდება; 1920 წელს დაინიშნა მე–8 ფეხოსანთა პოლკის მეთაურად, ხოლო იმავე წლის მაისში ევაკუირებულ იქნა ყირიმში და დონის კორპუსის თადარიგში ირიცხებოდა. 1920 წლიდან ემიგრაციაშია - გაზეთ "დონსკი მაიაკის" პასუხისმგებელი რედაქტორია, სადაც გამოდიოდა კაზაკთა ზნეობრივი ფასეულობების დამცველად: ყოველი კაზაკი ვალდებულია ემსახუროს თავის მშობლიურ რუსეთს - უნდა ახსოვდეს, რომ მტერია ყველა, ვინც აუმხედრდება მის სამშობლოს; "მშვიდობა", "სიყვარული", "სილამაზე", "სიმართლე" - ეს იყო ლოზუნგები კაზაკთა დროშაზე! დონზე "თეთრების" კაზაკთა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი. ალექსანდრე ფიცხელაური გარდაიცვალა პარიზში. წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.ge; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.160
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |