შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერასტი ბილანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა ყვარლის მებაღეობის სასწავლებელი 1915 წელს. მუშაობდა მიწათმოქმედების სამინისტროში. იყო "სახალხო სახლის" ("წითელი თეატრის") შიკრიკი. სცენაზე გამოდიოდა 1918 წლამდე. მუშათა კლუბში ხელმძღვანელობდა პროფკავშირების დრამატულ წრეს. 1921 წლიდან იყო ტფილისის მაზრის ახალგაზრდა კომკავშირის დასების ხელმძღვანელი, პარალელურად მუშაობდა რკინიგზის სალიანდაგო ნაწილში. 1923 წელს სადგურ შორაპანში ხიდის ასაშენებელ სამუშაოებზე გაიგზავნა. 1924 წელს სახალხო განათლების კომისარმა მოსკოვის ქართული სამხატვრო დრამატულ სტუდიაში მიავლინა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ერასტი ბილანიშვილი საქართველოში დაბრუნდა. ეპიზოდურ როლებში გადაღებულია ქართულ ფილმებში: "განაჩენი" (1961), "სხვისი შვილები" (1958), "ზვიგენის კბილი" (1959), "საბუდარელი ჭაბუკი" (1957), "სურამის ციხე"(1922) და სხვ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.397
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |