Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოფილე ბოლქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სამხთო, შრომის თემი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 1898 წელს შეისწავლა სასტამბო ხელობა, მუშაობდა თბილისის სტამბებში. 1906 წლიდან - საამხანაგო სტამბა "შრომაში". 1909 წელს გამოსცა იუმორისტული ალმანახი "სალამური" (1908 და 1912-1915 წწ. ბ. ე. ბოლქვაძის რედაქტორობთ), ხოლო 1920 წლიდან მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული სატირული გაზეთები "მათრახი" და "ხათაბალა". 1909 წელს, "მათრახში" მთავრობის საწინააღმდეგო ლექსის (ჩახრუხაძის, იგივე ვ. რუხაძე,- "სათარხანის სიმღერა") დაბეჭდვის გამო ერთი წელი ციხეში იჯდა, სასჯელი 1910 წელს მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დროგამოშვებით, კვლავ გამოსცემდა იუმორისტულ ჟურნალებს. ხათაბელელის ფსევდონიმით რამდენიმე ლექსი "ტარტარზოშიც" დაბეჭდა. 1918 წელს ჟურნალების გამოცემა შეწყვიტა და ოზურგეთში გადავიდა. 1934 წლამდე ოზურგეთის სტამბაში მუშაობდა, შემდეგ კი პროფესიული ავადმყოფობის გამო პენსიაზე გავიდა. თეოფილე ბოლქვაძე ხელს უწყობდა ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვას. მისი დახმარებით გამოიცა რამდენიმე ქართული გაზეთი. ცნობილი იყო, როგორც ქართული მწიგნობრობისა და საგამომცემლო-სამეწარმეო საქმის კარგი მცოდნე. მწიგნობარ-მესტამბე, ბეჭვდის საქმის ოსტატი, იუმორისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.403 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |