შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიქაელი![]()
ბიოგრაფიაIX საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში. მიქაელმა 897 წელს მონასტრის წინამძღვრის სოფრონ შატბერდელის შეკვეთით გადაწერა ე.წ. ადიშის ოთხთავი (ინახება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მესტია). ნაწერია ეტრატზე, მრგლოვანით, 2 სვეტად. პირველ ფურცელზე გამოსახულია ჯვარი, კუთხეებში - მახარებლები წელზევით; მეორე ფურცლის წინდა გვერდზე - მარკოზ მახარებელი, რომელიც ზის და წერს, უკანაზე - ფეხზე მდგომი ლუკა და იოანე მახარებლები. შემდეგ გვერდებზე 5 კამარაა. ეს გამოსახულებები ადრინდელი ტიპისაა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული კანონიკური რედაქცია. ლამაზად ნაწერი, სამკაულებს მოკლებული ტექსტი მოწმობს, რომ მიქაელი თავისი საქმის დიდი ოსტატი იყო. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |