The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიქაელი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

სახარება (ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-1667) XII-XIII საუკუნეების ქართული ხელოვნების შესანიშნავი ძეგლია. იგი შემკულია 334 მინიატურით. ხელნაწერის დასურათებაზე რამდენიმე მხატვარს უმუშავია. უმეტესობის ვინაობა უცნობია, მაგრამ ერთ-ერთ ფურცელზე (გვერდი 180) ამოიკითეს (ს. ბარნაველი) მხატვრის სახელი "მიქაელ". მას რამდენიმე მინიატიურას აკუთვნებენ. მიქაელი ამ ხელნაწერის დამსურათებლებს შორის საუკეთესო ოსტატია. იგი სხვა მხატვრებისაგან გამოირჩევა ნათელი, მხიარული, ფერადოვანი გამით. კოლორიტი სუფთა და გამჭვირვალეა (შეფარდებები ოქრო-შავთან ან შოკოლადისფერთან, მკრთალი ოქროსფერი-წაბლისფერთან). კოლორიტის აქცენტს ქმნის სინგურის ოდნავ მოვარდისფრო ლაქა. მინიატიურების ფონი ოქროსფერია, ნიადაგი - მომწვანო-ცისფერი, ბალახი გადმოცემულია პატარა ბუჩქების სახით. მხატვარი დიდი ოსტატია ორნამენტისა, რომელიც გამოირჩევა არა მარტო ხაზების სილამაზით, არამედ ფერების დახვეწილი ჰარმონიით. XII-XIII საუკუნეების ქართველი მინიატიურისტი, ე. წ. ჯრუჭის II სახარების ერთ-ერთი დამსურათებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.24


გააზიარე: