The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლია ახალაძე

ლია ახალაძე
Date of birth:14 January, 1966  (58 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფიის განხრით.

1995 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ჯერ ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2001-2005წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2006-2008წწ. თსუ სოხუმის ფილიალისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2008-2011წწ. იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2011 წლიდან განათლების ფაკულტეტის დეკანი; 1999 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII სს"; არის საერთაშორისო პერიოდული ჟურნალის "განათლების" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; X კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს (2009-2011 წწ.) და მასწავლებლის წიგნის თანაავტორი; იკვლევს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საკითხებს, ისტორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 70 - ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 3 მონო­გრაფია, 1 სასკოლოდა 2 მეთოდური სახელმძღვანელო მასწავ­ლებლე­ბისათვის თანაავტორობით (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). მონაწილეობს საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში, საერთაშორისო და რეს­პუბ­ლიკური მასშტაბის სამეცნიერო კონგრესებსა და ფორუმებში. მიღებული აქვს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

Awards and Honors

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მადლობის სიგელი

Bibliography


Share: