Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია ახალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფიის განხრით. 1995 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ჯერ ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2001-2005წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2006-2008წწ. თსუ სოხუმის ფილიალისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2008-2011წწ. იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2011 წლიდან განათლების ფაკულტეტის დეკანი; 1999 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII სს"; არის საერთაშორისო პერიოდული ჟურნალის "განათლების" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; X კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს (2009-2011 წწ.) და მასწავლებლის წიგნის თანაავტორი; იკვლევს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საკითხებს, ისტორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 70 - ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 3 მონოგრაფია, 1 სასკოლოდა 2 მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის თანაავტორობით (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). მონაწილეობს საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში, საერთაშორისო და რესპუბლიკური მასშტაბის სამეცნიერო კონგრესებსა და ფორუმებში. მიღებული აქვს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |