Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბლიაძე![]()
Biographyქართლში განთქმულ მესტვირეთა შთამომავალი, არსენა ოძელაშვილის თანამედროვე. თბილისში, 1845 წელს, აღდგომის მეშვიდე ხუთშაბათს, მამადავითობას აამღერა არსენას ლექსი. რუსულ გაზეთ "კავკაზის" (1846 წელი, 16 თებერვალი) სიტყვით: "სჯობია მოუსმინოთ მესტვირე ბლიაძეს. ხალხში სტვირით დაკვრით სეირნობისას, ის ყვება სხვადასხვა საგმირო ამბებს, ანდა რეჩიტატივით გადასცემს მსმენელთ ლეგენდებს ყაჩაღ არსენას და სხვა სახალხო გმირების შესახებ". ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის განმარტებით: "მესტვირეს ახლა ბლიაძეს ეძახიან, მაგრამ ბლიაძე გვარია და არა მესტვირე, რადგან საგანგებო მესტვირე ყოფილა რომელიმე ბლიაძე და იმის სახელი მესტვირესათვის დაურქმევიათ; ხოლო აკაკი წერეთელი იმდენად მოხიბლული იყო ბლიაძის სახელგანთქმულობით, რომ ლექსში "ირაკლის საფლავზე" წერდა: "სტვირის გუდა მაქვს ბლიაძის, ქამანჩა ქებაძისაო, დაბლა ქვეყნის ვარ მღერალი, შემამკობელი ცისაო" (ეს ქებაძეც ძველ დროში განთქმული მესტვირე ყოფილა). მოშაირე, მესტვირე, "არსენას ლექსის" ავტორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.399
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |