The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიქაელი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

მიქაელ (მიქელ) მირიანის ძე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაახლოებით 1178-1190 (სხვა მოსაზრებით 1178-1187) და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი.

მიეკუთვნებოდა ქართლის დიდებულთა სახლს. მკვლევართა ერთი ნაწილი მიქაელს რეაქციონერ დიდგვაროვანთა ჯგუფის წარმომადგენლად მიიჩნევს. სხვათა აზრით მიქაელი გიორგი III-ის ერთგული მოღვაწე იყო, რომელიც მეფემ ნიკოლოზ I გულაბერიძის გადადგომის შემდეგ კათოლიკოსად დანიშნა. 1184 წელს მიქაელი გახდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდგომ მიქაელმა ეს თანამდებობა დაკარგა. მიქაელი აქტიურად მონაწილეობდა თამარის დაქორწინებაში იური ანდრიას ძეზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.24


გააზიარე: