The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გვანცა ჯანაშია

გვანცა ჯანაშია
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:დიზაინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პარიზის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი, ბაკალავრიატი 1993 წელს.

2000-2004წწ. მუშაობდა სამოდელო ფირმა "დალოოდ"-ში; 2003 წელს დაარსა ფირმა "გვანცა ჯანაშია". გამართული აქვს შემდეგი ჩვენებები: სადიპლომო ნამუშევრის დეფილე (პარიზი, 1993); "ღამის დედოფალი" ("შერატონ მეტეხი პალასი", 1993); "იგდრასილი" ("Adjara Music Hall", 2003); "გრაცია" (2005); "სპორტ ლაინი" (2005); ჩვენება (ალმა-ატა, 2006); იყო "AFRICA FASHION PARTY"-ს მონაწილე (2003); არის სალონ "გვანცა ჯანაშიას" მფლობელი, პროექტ "show room"-ის ავტორი (2005). ცნობილი ქართველი დიზაინერი და კონცეპტუალური მაღაზიის FLABOUR GEORGIAN DESIGNERS (ქართველი დიზაინერების გემოვნება) დამაარსებელი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.605; google.ge


გააზიარე: