The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო მირზაშვილი

სოფიო მირზაშვილი
ოფიციალური სახელი:სოფიო ლემბერგი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1992  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1932 წელს. მუშაობდა პეიზაჟის ჟანრში ("ნატურმორტი", 1974; "სვანეთის პეიზაჟი", 1933; "მიხაკები", 1976 - ყველა ავტორის კუთვნილება). წლების მანძილზე იკვლევდა და სწავლობდა ქართული მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს. მაღალმხატვრულად გადმოიღო ბეთანიის, გელათის, ატენის, მღვიმევის, ხობის, ნაკიფარის, ყინწვისის, სორის, ზემო კრიხის, ნიკორწმინდის, ბიგუელის ფრესკათა პირები, მათ შორის, ზოგიერთი ფრესკა სოფიო მირზაშვილის ფირებმა შემოგვინახა (ორიგინალები აღარ არსებობს). მხატვარ თენგიზ (ჩუბჩიკა) მირზაშვილის დედა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.11; გზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" -თბ.,2005. - 5 ნოემბერი . - N257-258 (5290-5291). - გვ.13 (dspace.nplg.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: