| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუგა მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1952 წელს. იყო ი. ნიკოლაძის მოწაფე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მუშაობდა დაზგური და დეკორატიული ქანდაკების დარგში. ნამუშევრები: ჰორელიეფები "სპორტი" (1980, სოხუმი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სპორტული დარბაზი), "საქართველოს მეცხოველეობა" (1981, მეცხოველეობის ექსპერ. კომპლექსი, წნორი); რელიეფები: "შრომა" (1976), "ნატვრის ხე" (1979, ორივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი და სხვ.). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.26; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

