The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ მიქელაძე

მიხეილ მიქელაძე
Date of birth:22 October, 1899
Date of death:5 July, 1975  (at 75 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქილდა, ახალქალაქის რაიონი.

1915 წელს გაიწვიეს მეფის არმიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). 1921 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1936 წელს დაამთავრა მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, დაინიშნა მე-2 კავკასიის მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად. 1937 წლიდან მე-2 (შემდგომ 63-ე) ქართული მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი. 1938 წელს დაინიშნა 29-ე მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად. მეორე მსოფლი ომის (1941-1945) დროს იყო 195-ე მსროლელი დივიზიის მეთაური, მე-20 გვარდიული მსროლელი კორპუსის მეთაურის მოადგილე; მე-7, შემდეგ მე-10 გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიების მეთაური. 1944 წლიდან მეთაურობდა მე-13 მსროლელ კორპუსს; მონაწილეობდა ბრიანსკთან, მოსკოვთან, ბელგოროდთან, ხარკოვთან, ვორონეჟთან ბრძოლებში. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის გამგედ. 1947-1950წწ. საქართველოს სსრ მე-2 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1956 წლიდან თადარიგში გავიდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გენერალ-მაიორი (1942).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.28

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1921-)

Awards and Honors

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • ბოგდან ხმელნიცკის II ხარისხის ორდენი
  • სუვოროვის II ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Share: