The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარი ჯანაშია

მარი ჯანაშია
ოფიციალური სახელი:მარინა ჯანაშია
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1949
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 2021  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1971 წელს.

1968-1980წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1980 წელს  კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1988 წლიდან  კვლავ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა სპექტაკლებში: "ანტიგონე", "გუშინდელნი", "რომეო და ჯულიეტა", "ბერნარდა ალბას სახლი", "ქალის ტვირთი", "ტარტიუფი", "ოტელო", "ევრიპიდე", "წელიწადში ერთხელ", "კავკასიური ცარცის წრე", "თოლია", "კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე", "ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ"; მხატვრულ ფილმებში: "ნუცა", "დოკერი", "დილის ნისლივით", "კუკარაჩა", "მარადისობის კანონი", "ხიდი", "გზის დასაწყისი", "მარტოხელა მონადირე", "ცოდვის შვილები", "ევრიდიკე", "დინოზავრის კვერცხი" და სხვა.; სატელევიზიო სპექტაკლებში: "თეთრი კურდღელი" (სიდონია), "მე შენ მიყვარხარ" (თეა); მიწვეული იყო თეატრებში: "ვერიკო", "სამეფო უბნის თეატრი". 2000 წელს კიშინოვის ფესტივალზე მიიღო პრიზი ოქროს "იონი". კინოსა და თეატრის მსახიობი.

 წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.247; ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.605; შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი: rustavelitheatre.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1976-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1984-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ნუცა ჩხეიძის სახელობის პრემია
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: