შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა 1985 წელს. 1985 წლიდან იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის კათედრის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ონის №77 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990-1992წწ. TBC ჯგუფი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი; 1995-2004წწ. IDS Borjomi Georgia, ვიცე-პრეზიდენტი; 1995-1996წწ. JSC TBC BANK სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1996-2019წწ. JSC TBC BANK სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2019წწ. საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია (GRDC) საბჭოს წევრი; 2004 წლიდან American Chamber of Commerce in Georgia დირექტორთა საბჭოს წევრი; 2004-2010წწ. IDS Borjomi დირექტორთა საბჭოს წევრი; 2005 წლიდან შპს TBC-TV სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006 წლიდან EU GBC (EU-Georgia Business council) საბჭოს წევრი; 2008 წლიდან შპს Geoplant ამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2008 წლიდან შპს TBC kredit სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2016-2019წწ. TBC BANKJ Group PLC სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ლელო - მამუკა ხაზარაძე", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.611; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.420 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |