შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მოსე ცურტაველი (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ტაშირის სოფელი მუჰენკერტი. ცურტავის ეპისკოპოსი 599-605 წლებში. წარმოშობით სომეხი. დაიბადა 569/570წწ. აღიზარდა ცურტავში, პიტიახშის კარზე. შეისწავლა ქართული და სომხური მწიგნობრობა. გახდა ჯერ პიტიახშის კარის მოძღვარი, შემდეგ - ცურტავის ეპისკოპოსი. 605 წლის ზამთარში, ქართლის კათოლიკოს კირიონ I-თან კონფლიქტის გამო მოსე ცურტაველი სომხეთში გაიქცა და დაბინავდა არაგაწოტნის გავარის (პროვინცია) იოანე ნათლისმცემლის მონასტერში (ჰოვანავანქი), აქედან მიმოწერა გამართა სომხეთის ეკლესიის მესვეურებთან ქართლიდან გაქცევის მიზეზის შესახებ. იგი სთხოვდა მათ, დახმარებოდნენ საეპისკოპოსო ტახტის დაბრუნებაში, ცურტავში მღვდელმსახურებისათვის აღედგინათ სომხური ენა და მხარი დაეჭირათ ცურტავის სომხურენოვანი თემისათვის მონოფიზიტური მრწამსის შენარჩუნებაში. ამ მიმოწერას მოჰყვა წერილების გაცვლა სომეხ და ქართველ საეკლესიო და საერო ხელისუფალთა შორის, დაიწერა აგრეთვე ცურტავის სომხური მრევლისათვის სახელმძღვანელოდ სპეციალური ტრაქტატები მსოფლიო ეკლესიის ისტორიის შესახებ. ყველაფერმა ამან ჩვენამდე მოაღწია ეპისტოლეთა წიგნის სახით (ძვ. სომხურ ენაზე), რომლის I ნაწილი, ზოგი მკვლევრის აზრით, მოსე ცურტაველის შედგენილი უნდა იყოს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.133
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |