The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჩიქოვანი

ზურაბ ჩიქოვანი
Date of birth:6 August, 1933
Date of death:May, 2011  (at 77 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Singer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ფსიქიატრის სპეციალობით; ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო).

მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ- თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და სარეაბილიტაციო განყოფილების გამგედ, თბილისის მთავარ ფსიქიატრად (1974). 1979 წელს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სარეაბილიტაციო  ცენტრის თავმჯდომარედ. იყო ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ მოადგილე ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის დარგში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი და ნარკოლოგი. ზურაბ ჩიქოვანი არის 50-მდე სამეცნიერო შრომისა და კვლევის ავტორი, რომელიც ეხება ხელოვნებისა და მხატვრული შემოქმედების დანერგვასა და გამოყენებას ფსიქიატრიული რეაბილიტაციის სისტემაში. მას ეკუთვნის  გამოკვლევები პათოლოგიის დროს წარმოსახვითი აზროვნების სპციფიკური კანონზომიერებების შესახებ. 2005 წელს მისი მონოგრაფია "პათოლოგია და ადამიანის რესურსები, მხატვრული შემოქმედება - ფსიქოზი და პიროვნება" წიგნად გამოიცა რუსულ ენაზე. იგი მუშაობდა საოპერო სტუდიაში და მონაწილეობდა სხვადასხვა საოპერო სპექტაკლების დადგმაში: ვერდის "ტრავიატა", გლუკის "ორფეოსი", ზ. ფალიაშვილის "დაისი" და სხვ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვითმოქმედებას. იყო თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო კლასის პედაგოგი. მან კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი. ზურაბ ჩიქოვანი ცნობილი გახდა მის მიერ შექმნილი საოჯახო ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლით; არის რამდენიმე სიმღერის ავტორი, რომლებიც შექმნილია გ. ტაბიძის, ა. წერეთლის და სხვათა ლექსებზე: "უსიყვარულოდ", "იმერეთი", "ბევრი ბევრი სადღეგრძელო", "ნანა" და სხვ. ფლობდა საფორტეპიანო ხელოვნებასაც. მის რეპერტუარში იყო შოპენის, ბეთჰოვენის, მაშკოვსკის და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1979).  2017 წლის მაისში, თბილისში გაიხსნა ზურაბ ჩიქოვანის  მემორიალური დაფა.

წყარო: ჩიქოვანების ოჯახის ვებ-გვერდი: chiqovanifamily.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.381

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში, ინფექციური დაავადებების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: