The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ახმედ ბოლქვაძე

Date of birth:20 July, 1892  (132 years)
Date of death:19??
Category:Laborer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხალა, ქობულეთის რაიონი.

მუშაობდა ჩაქვის ჩაის ფაბრიკაში, ზინგერის კომპანიაში (1912). ქედის რაიონის მოსახლეობაში ავრცელებდა პროკლამაციებს, რის გამოც 1916 წელს ბათუმის ოლქიდან გააძევეს. 1917 წელს აირჩიეს ბათუმის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატად, იყო რევოლუციური მილიციის თანამშრომელი. 1918 წელს მოხალისედ ჩაირიცხა მეორე ქართულ ათასეულში, თურქების მიერ ბათუმის აღების შემდეგ თავი შეაფარა ქუთაისსა და გურიას. 1918 წელს "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" ოზურგეთის განყოფილებაში მუშაობდა, შემდეგ ჩაქვში ამავე კომიტეტის მდივანი იყო. აჭარაში მისი თაოსნობით 9 სკოლა გაიხსნა. 1927 წელს გააშენა ახლი სოფელი ღელე, რომლის სკოლასაც საკუთარი სახლი დაუთმო და სკოლას მერხები თვითონ დაუმზადა. რევოლუციონერი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.403


Share: