შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ბადურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენის კათედრაზე. იყო ასევე კინოსტუდია "ქართული ფილმის" რედაქტორი. 1970 წელს გადაიღეს ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", რომელშიც შეასრულა შორენას როლი (რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე). კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ლალი ("ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი", 1972, რეჟისორი დევი აბაშიძე), მარინე ("ლევან ხიდაშელი", 1973, რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი), "წიგნი ფიცისა" (1983, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე), ლალი ("ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა", 1984, რეჟისორი ლევან კვაჭაძე), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (2003, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი). წყარო: ჟურნალი "რეიტინგი": reitingi.ambebi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |