შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ჯუღელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1971წწ. იყო შითა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1968 წელიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს ტელევიზიაში და წლების მანძილზე მიყავდა საინფორმაციო პროგრამა "მოამბე". აღიარება და პოპულარობა სპორტული გადაცემების წამყვანს პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა. გადაღებულია მხატვრულ ფილბებში: "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (1959), "ალავერდობა" (1962). 2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც. საქართველოს ტელევიზიის დიქტორი, სპორტული კომენტატორი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საინფორმაციო პორტალი "ამბები. GE": ambebi.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |