The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ფალიანი

რამაზ ფალიანი
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1973  (50 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

მსოფლიოს ჩემპიონი (2001), ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1999), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1996, 1998, 2000),"კეთილი ნების თამაშებში" გამარჯვებული (1994), XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა და 2000, სიდნეი — ორივე შემთხვევაში მეხუთე ადგილზე გავიდა), ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონი (2000), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (1989). 1993-1996წწ. გამოდიოდა რუსეთისა და 1997-2001წწ. თურქეთის სახელით. არის სსრკ, რუსეთისა და თურქეთის ჩემპიონი. 2002 წლიდან გადავიდა პროფესიულ კრივში, სადაც გამოდიოდა საქართველოს სახელით. არის ABF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი. 2012 წლიდან იყო საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მოკრივე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბ.,2013.-გვ.141; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პორტალი: geonoc.org.gefacebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: