Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ კაკაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ხონის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2012 წელს. 2007-2008 წწ. მუშაობდა იურისტ მარკ კობის თანაშემწედ, კანზასის შტატი, აშშ; 2011-2014 წწ. ასწავლიდა სამართალს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (Business Academy of Georgia); 2011-2013 წწ. მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში იურისტ-კონსულტანტად; 2013-2015 წწ. იყო საადვოკატო კომპანია K&G-ის დირექტორი, მთავარი იურისტი და ადვოკატი; 2015 წლიდან არის "საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების" დირექტორი და ადვოკატი; 2014 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტებში ატარებს საჯარო ლექციებს თემაზე: "ადვოკატის უნარ-ჩვევები", "სამართლის უზენაესობა", "ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება"; 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი თემაზე: "ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება"; ეწევა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის საქმეებზე; გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებითა და ეფექტური საპროცესო უნარ-ჩვევებით; არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მონაწილე. 2013 წელს მიღებული აქვს საქართველოს ბიზნესის აკადემიის საუკეთესო პედაგოგის წოდება. წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდი: gba.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |