The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ჯაფარიძე

ირაკლი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი 1971 წელს; საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1982 წელს.

1968-1973წწ. იყო საციგურაო სკოლის მწვრთნელი და უფროსი მწვრთნელი; 1973-1985წწ. საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი; 1985-1988წწ. საქართველოს სპორტკომიტეტის ზამთრის სახეობების განყოფილების უფროსი; 1988-1990წწ. ბულგარეთის, 1990-1993წწ. და 1996-1997წწ. ხორვატიის ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი; 1993-1996წწ. ავსტრიის ქალაქ ლინცის კლუბ "ასკოს" უფროსი მწვრთნელი; 1997 წლიდან თბილისის საციგურაო ცენტრის დირექტორი. საქართველოს რვაგზის ჩემპიონი (1968-1996), ჭაბუკებში საკავშირო პირველობის გამარჯვებული (1963), საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. მისი აღზრდილია არაერთი ცნობილი სპორცმენი, მათ შორის: მარინე ცერცვაძე, ლია გაბელაია, მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ონისე რუხაძე, ნელი დვალიშვილი და სხვები.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.614; სპორტული პორტალი: sportall.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაცია, პრეზიდენტი (2002-2010)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: