Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგო ჯანდიერი![]()
Biographyდაამთავრა ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობით მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია 1997 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 2000 წელს, ხოლო 2002 წელს ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-სადისერტაციო საბჭოზე აკადემიკოს არჩილ კოსტავას სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ფეროშენადნობების სამსხმელო მანქანების ეფექტურობის დიაგნოსტირება და ფეროსილიკომანგანუმის ხარისხის მართვა ტექნოლოგიური რეჟიმების კონტროლითა და რეგულირებით". საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით მას მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერი ხარისხი შიფრით 05.02.11 - კონტროლის მეთოდები და დიაგნოსტიკა მანქანათმშენებლობაში. 1999-2009 წწ. მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე სს "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა" და შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამმართველო აპარატში (წამყვანი ინჟინერი, გენერალური დირექტორის თანაშემწე, სააღრიცხვო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი, საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი). 2002-2010 წწ. უფროსი მასწავლებლის, ხოლო შემდგომ ასისტენტ პროფესორის რანგში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის ტექნიკურ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში; 2002-2004 წწ. მიწვეული იყო ლექტორად ილია ჭავჭავაძის სახელობის სოხუმის უნივერსიტეტის ზესტაფონის ფილიალში; 2010-2014 წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (შემდგომ კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამეცნიერო სამრეწველო ცენტრ "დელტას") სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიუტში კოლეგებთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა ლითონშემცველი ტექნოგენური ნარჩენების რეციკლირების ლაბორატორიას; 2013 წელს მუშაობდა "მეტალურგიული ინჟინერია და კონსალტინგის" დირექტორად; 2014-2016 წწ. ქ. კიევში, ერთ-ერთი კერძო კომპანიის ტექნიკურ დირექტორად; 2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წამყვან სპეციალისტად, სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით; 2018 წელს მიწვეული იყო ლატვიაში, ქალაქ ეკაბპილსში განლაგებულ კრუსტპილსის საწარმოო კომპლექსში, სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების პრობლემებთან დაკავშირებით. ამჟამად, კვლავ უკრაინაშია და განაგრძობს დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 20-მდე გამოგონებისა და 80-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. მისი ნაშრომები ციტირებულია საზღვარგარეთის არაერთი გამორჩეული მკვლევარისა და სპეციალისტის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებში, სამეცნიერო შრომებში და სასწავლო პროგრამებში. არის იმერეთის ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალგაზრდული პრემიის ლაურეატი, განათლებისა და მეცნიერების დარგში საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო ნაშრომის - "ხარისხის მართვა და კონტროლი ფეროსილიკომანგანუმის წარმოებისას" წარდგენისთვის (2000). 2023 წლიდან საერთშორისო ჟურნალის "Steel research international" რეცენზენტი. საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006). Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |