The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა კიზირია

ნანა კიზირია
Date of birth:17 June, 1941
Date of death:2 February, 1994  (at 52 years)
Burial location:მუხადგვერდის პანთეონი, თბილისი
Category:Linguist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1963 წელს.

1965-1969 წწ. იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი; 1971-1990 წწ. მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიაში უმცროს (1971), უფროს (1982) და წამყვან (1990) მეცნიერ თანამშრომლად; მისი ორი მონოგრაფია და რამდენიმე ათეული სამეცნიერო წერილი, რომლებშიც ნაკვლევია ქართული ენისა და ჭანური დიალექტის ბგერათა სისტემა, ფონეტიკური პროცესები, ბგერითი აღქმის საკითხები, ქართული ენის ინტონაციური თავისებურებანი, ქართული ენათმეცნიერების თვალსაჩინო მიღწევად მიიჩნევა. ნ. კიზირია იყო ფონეტიკოს-ექსპერიმენტატორი, რომელიც საუცხოოდ იყენებდა ექსპერიმეტული კვლევის უახლეს მეთოდებს და მიღებული შედეგების ღრმა ანალიზსაც წარმოგვიდგენდა. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ფოლოლოგიურ მიცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭანურის ბგერითი შედგენილობა. ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თანამედროვე სალიტერატურო ქართული ინტონაცია (ექსპერიმენტული გამოკვლევა)", დაიცვა 1989 წელს.

Bibliography


Share: