Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოლია ბოჭორიშვილი![]()
Biographyნიკოლოზ ბოჭორიშვილი იყო იმ სამხედრო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც ალიხანოვ-ავარსკიმ 1906 წელს კანონგარეშედ გამოაცხადა. ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, იასონ ტყეშელაშვილთან ერთად, სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას ჩამოშორებულმა, შეადგინა ტერორისტული ჯგუფი, შეაგროვა იარაღი და მთელ რაჭა-ლეჩხუმში დევნა დაუწყო ჯაშუშებს, მეფის მთავრობის მოხელე-აგენტებს, მებატონეებს და სხვ. მთელ მაზრაში სახელი გაითქვა, როგორც მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლმა. 1907 წელს კაზაკებმა შეიპყრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში კოლია ლორთქიფანიძესთან ერთად ჩამოახრჩეს. რაჭის ორგანიზაციის წევრი (1905-1908), რევოლუციონერი, ტერორისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.416
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |