შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ბოხუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საჭილაო, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1937 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ორკესტრში. ცნობილია მისი რაფსოდია სასულე ორკესტრისათვის, რომელიც ააგო ქართული ხალხური სიმღერების მოტივებზე. დამუშავებული აქვს გურული ხალხური სიმღერა "ნანინავდა", "სიმღერა რუსთაველზე", მეგრული ხალხური სიმღერები ლავრენტი ბერიაზე. სასულე ორკესტრისათვის დაწერილი აქვს სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებები. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.420 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |