The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ბუაჩიძე

Other name:ა. მარნელი  (Pseudonym)
ა. სპანიოლი  (Pseudonym)
კიაზო  (Pseudonym)
ლ. სხიველი  (Pseudonym)
ორფეუსი  (Pseudonym)
შ. ბუთხუზი  (Pseudonym)
შ. ქეთევანიძე  (Pseudonym)
Date of birth:7 March, 1899
Date of death:April, 1965  (at 66 years)
Category:Literary scholar, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1916 წელს; მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია (მხოლოდ ერთი წლის კურსი) და ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი.

1923-1938 წლებში იყო გაზეთ "კომუნისტის"  სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, ხელოვნებისა და ლიტერატურის, საინფორმაციო განყოფილებების გამგე და რედაქციის მდივანი. 1938 წელს "კომუნისტის" რედაქციამ საწარმოო პრაქტიკისათვის გაზეთ "პრავდის" რედაქციაში მიავლინა. 1917 წლიდან ქუთაისის გაზეთებში აქვეყნებდა პატარა ნოველებს. მისი მხატვრული ნარკვევები და მიმოხილვები ხელოვნების შესახებ იბეჭდებოდა ჟურნალებში "თეატრი და ცხოვრება", "საბჭოთა ხელოვნება"; გაზეთებში: "კომუნისტი", "მუშა", "Вечерный Тбилиси", "На рубеже Востока", "Заря Востока", "Советское Искусство", "Красная Газета" და სხვ. შალვა ბუაჩიძის რედაქციით და ვრცელი წინასიტყვაობით გამოიცა ი. ზურაბიშვილის წიგნი "ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი" (თბილისი, 1941). გამომცემლობა "განათლების" დირექტორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.428

Bibliography


Share: