შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ბურჭულაძე![]()
ბიოგრაფიამუშაობდა მ. ჩოდრიშვილის ქარხანა-სახელოსნოში, სადაც შეითვისა რევოლუციური იდეები და გახდა რსდმპ-ს წევრი (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია). აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა პარტიულ-რევოლუციურ მუშაობაში. 1903 წელს დაჭრეს პლასტუნებმა (მეფის რუსეთში: შავი ზღვისა და ყუბანის კაზაკთა ჯარის განსაკუთრებული ქვეითი ნაწილების ჯარისკაცი). 1905 წლის 9 დეკემბერს, ნაძალადევის დარბევის შემდეგ, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე კაზაკების მიერ ხიშტებით იქნა მოკლული (ქამარში ყუმბარები აღმოაჩნდა). რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.435
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |