შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეფე ბურჭულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1900 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის საშუალო სკოლა და იმავე წლიდან დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობის უფლება მოიპოვა. 1916 წლამდე ოზურგეთის საშუალო სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას. 1916-1937 წლებში სხვადასხვა სკოლებში მუშაობდა პედაგოგად, იყო სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლის დირექტორი, დუშეთში სახალხო განათლების განყოფილების გამგე, 1937 წლიდან კასპის რუსული სკოლის დირექტორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.435 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |