შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიათბილისის სახელმწიფო მუსიკალური სტუდიის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგი. ბავშვებში მუსიკალური მონაცემების ბუნებრივად განვითარების მიზნით, პირველმა წამოაყენა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბავშვის სმენა ადრეული ასაკიდან უნდა განვითარდეს ინტონაციების საფუძველზე. ამ თემაზე გამოაქვეყნა სტატია "ბავშვის მუსიკალური აღზრდის საქმის უკეთესად დაყენებისათვის" (გაზეთი "კომუნისტი", 1948, №71). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.454
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |