The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ლომიძე

გივი ლომიძე
Date of birth:2 May, 1983  (41 years)
Category:Theologian, Educator, Religious leader, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2004 წელს. 2008-2014 წლებში სწავლობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბავარიაში, ინგოლშტადტ-აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე; 2015 წელს, ბერლინში, გერმანულ ენაზე, წიგნად გამოსცა სადოქტორო ნაშრომი, რის საფუძველზეც მიენიჭა თეოლოგიის მეცნიერებთა დოქტორის აკადემიური ხარისხი (Dr. theol.).

2015 წლიდან არის ავსტრიაში ვენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის ჰაბილიტანტი, რომლის დასრულების შემდეგ მას სრულყოფილი პროფესორის სტატუსი მიენიჭება; 2016 წლის ივნისში დაინიშნა ვენის ინტერნაციონალურ-თეოლოგიურ ინსტიტუტში ეკლესიის ისტორიისა პედაგოგად. ამავე წლის 1 სექტემბრიდან კითხულობს ლექციებს; გ. ლომიძე არის რამდენიმე სამეცნიერო თეოლოგიური მონოგრაფიის, პუბლიკაციის, სტატიისა და სამეცნიერო მოხსენებების ავტორი ქართულ და გერმანულ ენებზე; საერთაშორისო თეოლოგიური სემინარების ორგანიზატორი სხვადასხვა ქვეყანაში. გივი ლომიძე 2020 წლის 19 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსისგან, ბელგიის ქალაქ ბრიუსელში აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა წმიდა ეფრემ ასურის სახელი. იმავე წლის 20 სექტემბერს ბერი ეფრემი იგივე მღვდელმთავრის მიერ ხალდასხმულ იქნა დიაკვნად; იეროდიაკონი ეფრემი (ლომიძე) 2021 წლის 29 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოს დოსითეოსის მიერ შიომღვიმის მონასტრის ლავრაში ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

წყარო: მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის ვებ-გვერდი: members.euro-acad.eustep-wien.at

Member of Organizations

  • იოანე დამასკელის სახელობის ვენის სტუდენტური სახლი (ავსტრია, ვენა), თანადამფუძნებელი (2017-)
  • მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემია (European Academy of Sciences and Arts - ავსტრია, ზალცბურგი), წევრი (2019-)
  • წმიდა ეფრემ ასურის სახელობის აღმოსავლურ-დასავლური სასწავლო სამეცნიერო ცენტრი (ავსტრია, ვენა), თანადამფუძნებელი (2019-)

Bibliography


Share: