The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგი ადამაშვილი

გიგი ადამაშვილი
Date of birth:23 September, 1998  (25 years)
Category:Singer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მუსიკით პირველად დაინტერესედა 11 წლის ასაკში, როდესაც დედამ გიტარაზე დაკვრა ასწავლა; 12 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა და მონაწილეობა მიიღო თინეიჯერულ კონკურსში "New Star 2012", სადაც პირველი ადგილი დაიკავა; 2015 წელს, 16 წლის ასაკში, მონაწილეობა მიიღო უკრაინის "X ფაქტორში", სადაც ბობ დილანის სიმღერა "Make You Feel My Love" შეასრულა, მისმა გამოსვლამ მილიონობით ნახვა დააგროვა; 2016 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს "X ფაქტორში", სადაც შეასრულა კრის აიზეკის სიმღერა "Wicked Game"; საბოლოოდ მან კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. 2016 წლის ოქტომბერიდან 2017 წლის ივნისამდე ჩაატარა ტურნე საქართველოს მასშტაბით და 20 ზე მეტ ქალაქში გამართა სოლო კონცერტები; 2018 წელს წარდგენილი იყო, მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიაზე "ოქროს ტალღა 2018", სადაც მან გამოკითხვაში 103, 078 ხმით, ნომინაციაში "ხალხის რჩეული" გაიმარჯვა; 2019 წლის აპრილში გამოუშვა სინგლი "Yellow Kites", ხოლო მაისში გამოუშვა მუსიკალური ვიდეო რგოლი, სიმღერით "BABI", რომელიც მუსიკოს თამარ ბაბილუას მიუძღვნა. ორივე სიმღერა მსოფლიოს წამყვან პლატფორმებზეა წარმოდგენილი.


Share: