შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო საწარმოთა, ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრომომარაგების ფაკულტეტი 1980 წელს. 1973-1974წწ. ახალციხის ელ. ქსელების ქვესადგური; 1974-1976წწ. ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხანა, ზეინკალი; 1976-1977წწ. ბორჯომის კურორტების მართვის საბჭო, ტექნიკოსი; 1977-1992წწ. ახალციხის ელექტროქსელების ენერგოზედამხედველობა, ოსტატი, ინსპექტორი; 1993 წლიდან ეწვა ბიზნეს საქმიანობას: ენერგეტიკული კომერციული ფირმა, დირექტორის მოადგილე (1993 -1998); ს/ს "ჩითახევი-ბორჯომი", სამეთვალყრეო საბჭოს თავმჯდომარე (1998 -1999); 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, ბლოკი "საქართველოს აღორძინება", იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 114 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |