The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ გელაშვილი

თამაზ გელაშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო საწარმოთა, ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრომომარაგების ფაკულტეტი 1980 წელს.

1973-1974წწ. ახალციხის ელ. ქსელების ქვესადგური; 1974-1976წწ.  ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხანა, ზეინკალი; 1976-1977წწ. ბორჯომის კურორტების მართვის საბჭო, ტექნიკოსი; 1977-1992წწ.  ახალციხის ელექტროქსელების ენერგოზედამხედველობა, ოსტატი, ინსპექტორი; 1993 წლიდან ეწვა ბიზნეს საქმიანობას: ენერგეტიკული კომერციული ფირმა, დირექტორის მოადგილე (1993 -1998); ს/ს "ჩითახევი-ბორჯომი", სამეთვალყრეო საბჭოს თავმჯდომარე (1998 -1999); 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, ბლოკი "საქართველოს აღორძინება", იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 114

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)

გააზიარე: