The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გვაძაბია

დავით გვაძაბია
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1945
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 2021  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გულრიფში.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს.

1965-1969წწ. გულრიფშის რაიონული სამომხმარებლო კოოპერაციის ტექნოლოგი; 1969-1991წწ. მუშაობდა პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე: 1969-1976წწ. გულრიფშის რაიონის პურკომბინატის დირექტორი; 1976 1979წწ. გულრიფშის რაიონული სამომხმარებლო კოოპერაციის თავმჯდომარე; 1979-1982წწ. დრანდის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკის დირექტორი; 1982-1985წწ. გულრიფშის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1985-1989წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის გამგის მოადგილე; 1989-1991წწ. გულრიფშის რაიკომის პირველი მდივანი; 1992-1995წწ. გულრიფშის რაიონის გამგებელი; აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1991 წლიდან, გულრიფშის N50 საარჩევნო ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 1995 წლიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის წევრი. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 119; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.74

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: